...თმოყვარეობით, ჩვენი გონება გაანათლოს საღვთო წერილის ძალის გასაგებად, და თქვენც დიდი მზადყოფნით, მშიერთა და მწყურვალთა მსგავსად, მიიღოთ სულიერი სწავლება. იქნებ სახიერმა და ბრძენმა მეუფემ, ჩვენი უღირსობისა და სიმცირის მიუხედავად, თქვენთვის და თქვენი სარგებლისთვის „მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა" (), მისი დიდებისა და ჩვენი აღშენებისთვის. მაშასადამე, მთელი იმედი ზეგარდმო მადლზე დავამყაროთ და შემწეობისთვის მას მოვუხმოთ, ვინც „განაბრძვნის ბრმანი" () და „ენაჲ ძლით მზრახვალი" მკვეთრს ხდის (), და შევუდგეთ ახლახან წაკითხულის განხილვას; და რასაც მისი კაცთმოყვარეობით მოგვანიჭებს, იმასვე წარუდგენთ თქვენ, საყვარელნო. მხოლოდ, გთხოვთ, დაძაბეთ თქვენი გონება და, ყოველგვარი ამქვეყნიური ფიქრი განდევნეთ რა, ყურადღებით ისმინეთ წარმოდგენილი, რათა ჩვენც შევძლოთ სულიერი თესლი თითქოსდა ნოყიერსა და ნაყოფიერ მიწაში ჩავყაროთ, სარეველა ბალახებისა და ეკლებისგან განწმენდილში. „ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე", — ნათქვამია. ამით გუშინდელი სწავლება დასრულდა; ამიტომ უნდა შემოგთავაზოთ ის, რაც შ...
ეფესელთა მიმართ 6:19
18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,20. რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.
ეფესელთა მიმართ თავი 6