მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:18

17. და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,
ეფესელთა მიმართ თავი 6
18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვა და ლოცვა — სულის იარაღი:

...ნთ მის მიმართ, რომ ხშირად ახლოს მდგომ ხალხსაც კი ვერ ვამჩნევთ, არამედ ჩვენს ფიქრს ვამახვილებთ და მხოლოდ იმას ვხედავთ, ვისთანაც მივედით, მაშ, მით უმეტეს ასე უნდა ვიქცეოდეთ ღვთის მიმართ, ყოველთვის და გამუდმებით ვიყოთ ლოცვაში. ამიტომ პავლეც წერდა: „ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (), ანუ არამხოლოდ ენითა და მუდმივი ფხიზლობით (სხეულებრივით), არამედ თავად სულითაც: „სულითა". თქვენი თხოვნები, ამბობს, სულიერი იყოს; თქვენი გონება იყოს ფხიზლად, თქვენი სული ისმენდეს სიტყვებს. ითხოვეთ ის, რაც ღვთისთვის თხოვნად შესაფერისია, რათა მიიღოთ კიდეც თხოვნილი. და, ამასთანავე, ყურადღებით იქცეოდეთ, სულით ფხიზლად და მღვიძარედ, უყურადღებობა არ გამოიჩინოთ, გონებით აქეთ-იქით არ დახეტიალოთ, არამედ თქვენი „ცხონება შიშითა და ძრწოლით აღასრულეთ", რადგან ნათქვამია: „ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით" (). დიდი სიკეთეა ლოცვა. თუ ვინმე, სათნო ადამიანთან საუბრისას, მისგან არცთუ მცირე სარგებელს იღებს, მაშ, რა სიკეთეებს არ მიიღებს ის, ვინც ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა? ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმ...

სრულად ნახვა