მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:14

13. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.
ეფესელთა მიმართ თავი 6
14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით (6,13-14).:

თარგმანი: ყოვლისავე ქმნასა თანა (ესე იგი არს ყოვლისავე მძლეობასა თანა) გუაწუევს სამარადისოდ დგომად და მტკიცედ დგომად; რამეთუ მრავალთა, შემდგომად ძლევისა მტერთაჲსა, კუალად თჳთცა დაცემაჲ შეემთხჳა უკრძალველ და უზრუნველ ქმნითა. ამისთჳს ნუვინ მიენდობვის ერთგზის გინა მრავალგზის დაკუეთებასა და ოტებასა საეშმაკოთა ვნებათასა, ნუცა ოდეს უზრუნველ იქმნების, არამედ სამარადისოდ დგეს, და მტკიცედ და განკრძალულად დეგინ, რამეთუ მრჩობლთა "დგომათა" მიერ დგომასა და განკრძალულად დგომასა გუასწავებს მოციქული ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შეირტყენით წელნი თქუენნი (6,14).:

თარგმანი: პირველ ყოვლისა გულისთქუმათა განქარვებასა გუასწავებს, რამეთუ წელთა შინა არიან თირკუმელნი და მათ შინა არს გულისთქუმისა ძალი.

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის სამკვიდრო და მშვიდი ვედრება:

...მშჳდობისაჲ“** (). გსურს მისი სარტყელიც იხილო და ისიც, როგორ არის ჭეშმარიტებით შეკრული? იგივე გასწავლის. „მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა“ (). გსურს მისი სილამაზეც იხილო?

ამასაც მისგან შეიტყობ. „რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ“ (). მოისმინე ეკლესიასტეც, რას ამბობს მის შესახებ: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა“ (). გსურს ფეხებიც იხილო? „ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა“ ().

და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ,...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქრისტიანის ცხოვრება როგორც სულიერი ბრძოლა:

...ა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე."** ()? და კვლავ: „მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ." ()? და მაშინ არც ერთ მათგანს არ უთქვამს: რატომ გვაიარაღებ, როცა ომი არ არის?

რატომ გვიჩენ ამაოდ საზრუნავს? ჯარისკაცებს აბჯრით მოსავ, როცა დასვენება და მყუდროება შეიძლება? მაგრამ ვინმეს რომ ეს ეთქვა, პასუხი იქნებოდა: პირიქით, ომი რომც არ ყოფილიყო, ომის საქმეებზე ზრუნვა მაინც საჭირო იყო. რადგან ვინც მშვიდობისას ბრძოლის საქმეებზე ზრუნავს, ბრძოლის ჟამს საშიში იქნება; ხოლო ომის საქმეთა გამოუცდელი მშვიდობაშიც მეტად შეშფოთდება. რატომღა? იმიტომ, რომ იტირებს იმაზე, რაც აქვს, და შეწუხდება, რადგან მათ დაცვას ვერ შეძლებს. რადგან მშიშარასა და...

სრულად ნახვა