...გალითები არიან? ახლა ჩვენ იოსების მაგალითი იმისთვის მოვიხმეთ, რომ ყველამ მიბაძოს მას. მაშ, ყველანი მიბაძოთ მას, ხორციელ ცდუნებათა ზემოთ ავმაღლდეთ და ვიცოდეთ, რომ „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა" (), — და ასე შეიარაღდეთ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ხორცშემოსილნი ვართ, მაგრამ უხორცო ძალებთან გვიწევს ბრძოლა, სულიერი იარაღით შევიმოსოთ. რადგან ხორცით ვართ მოსილნი, მაგრამ უხილავ ძალებთან გვაქვს ბრძოლა, კაცთმოყვარე უფალმა ჩვენთვის უხილავი იარაღიც მოამზადა, რათა ამ იარაღის ძალით ჩვენი მოწინააღმდეგეების ბუნებას ვძლეოდეთ. მაშ, ამ იარაღის ძალის მიმართ ნდობით, ჩვენი მხრიდანაც ყველაფერი ვიხმაროთ, რაც საჭიროა: მაშინ შევძლებთ, ამ სულიერი აღჭურვილობით გარშემორტყმულნი, თავად ეშმაკს სახეში დავარტყათ. ის ვერ იტანს ასეთი იარაღიდან გამოსხივებულ ელვას, და თუნდაც ეცადოს წინააღდგომას, მისი მზერა მაშინვე ბრმავდება. სულიწმიდის მადლი კი უხვად მოეფინება იქ, სადაც უმანკოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები ერთიანდება; ამიტომაც ამბობდა პავლე: „ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" () და „სიწმიდესა" (...
ეფესელთა მიმართ 6:12
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...იზლე გვჭირდება, რადგან ბრძოლა ჩვენი უწყვეტია და ზავს არასოდეს იცნობს. ამიტომაც პავლე ეფესელებს წერს: „რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე" (). ნუ გგონიათ, ამბობს, რომ ჩვენ რაღაც შემთხვევითი ბრძოლა გველის: ბრძოლა ჩვენი არა ჩვენი მსგავს ადამიანებთან არის და არა თანასწორთაგანაა — რადგან ჩვენ, ხორცით შეკრულნი, უხორცო ძალებთან უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა ნუ შეგეშინდებათ: ბრძოლა თუმცა არათანასწორია, მაგრამ დიდია ჩვენი იარაღის ძალა. თქვენ იცით, ვინ არის თქვენი მტრები — თითქოს ასე აგრძელებს მოციქული — ნუ დაეცემით სულით და ნუ მოდუნდებით ბრძოლაში, არამედ „ამისთჳს შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა" (). მრავალი მანქანება, ესე იგი ხერხი, აქვს ეშმაკს, რომლითაც უზრუნველთა დაჭერას ცდილობს; ამიტომ საჭიროა მათი გულმოდგინე შეცნობა, რომ მის მახეებს ავარიდოთ თავი და არანაირი საბაბი არ მივცეთ; საჭიროა გულმოდგინე დაცვა ენისა, თვალთა დაცვა, აზრის სიწმინდეში შენარჩუნება და მუდმივ...
...ოდი თქუენ თანა, რამე-თუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ, და ჩემ თანა არარაჲ პოვოს“ (14,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მთავრად სოფლისა“ იტყჳს ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თჳსი; ამისთჳს „მთავრად ბნელისა“ ეწოდების, რამეთუ „ბნელსა“ იტყჳს ბოროტთა საქმეთა, „ხოლო ჩემ თანა ვერარაჲ პოვოსო“, არამედ ნეფსით ვივნებ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ცნას სოფელმან, ვითარმედ მიყუარს მამაჲ ჩემი“ (14,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა თუ თანამდებ სიკუდილისა ვარ, არამედ სიყუარულისათჳს მამისა მოვითმენ.
ხოლო ესე თქუა, რაჲთა კუალად სულნი მათნი განაძლიერნეს, და ცნან, ვითარმედ არა უნებლებით მივალს სიკუდილად, არამედ ნეფსით, და შეურაცხ-უყოფიეს ეშმაკი. და არა კმა-იყო იგი ოდენ თქუმად, ვი-თარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“, არამედ ზედაჲსზედა მიმოაქცევს შემაწუხებელთა მათ სიტყუათა და მათ თანა ნუგეშინისმცემელთაცა, ვიდრემდის დაარწმუნოს მათ. ამისთჳს ოდესმე იტყჳს: „წარვალ და მოვალ“; და: „სადა მე ვიყო, მუნ თქუენცა იყვნეთ“; და: „ვერ ძალ-გიც აწ შემოდგომად ჩემდა“; და: „მამაჲ უფროჲს ჩემსა არს“; და: „გარქუ თქუენ ვიდრე ყოფადმდე“; და ვითარმედ: „არა იძულებით ვიქმ ამას, ა...
...ლწთა და ბოროტთა გულისსიტყუათა, რომელნი აღიძრვიან გულსა შინა შენსა. ესრეთ თუ იქმოდი, იქმნე შენ მობაძავ მოწამეთა. რამეთუ პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ამის ბნელისათა, სულთა მათ მიმართ უკეთურებისათა“. ცეცხლი არს გულისთქუმაჲ ბუნებისაჲ, ცეცხლი უშრეტი, სამარადისოჲ, მსგავს არს ძაღლსა განცოფებულსა; დაღაცათუ ბევრეულგზის გარემიაქციო, კუალად ურცხჳნოდ და ლირბად მოგიჴდის და არა განგეშორის, რამეთუ არაოდეს გუაქუს მოცალებაჲ ამის ბრძოლისაგან, არაოდეს გუაქუს განსუენებაჲ, ვიდრეღა სოფელსა ამას შინა ვიყვნეთ, არამედ სამარადისო არს ბრძოლაჲ იგი, რაჲთა რომელნიცა მჴნედ წინააღუდგენ, ბრწყინვალედ გჳრგჳნოსან იქმნენ. ამისთჳს მოციქული მარადის ყოვლადსაჭურველითა მით აღგუჭურავს, რამეთუ მარადის ბრძოლისა ჟამი არს, და მარადის მტერი იგი ჩუენი დაუძინებელად გუებრძვის.
ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ უფიცხეს ალისა ცეცხლისა არს ბრძოლაჲ ჴორცთაჲ; რამეთუ ვითარცა შეუძლებელ არნ, თუმცა შეეხო ვინ ცეცხლსა და არა დაიწუა, ეგრეთვე უფიცხეს ცეცხლისა პირთა მათ შუენიერთა ხილვაჲ ვნებულად მხედველსა მას სულსა აღატყინებს; რამეთუ ვითარცა ნივთი რაჲმე შესაწუველი აღმატყინებელ ცეცხლისა იქმნების...
...და საწყინო, მათისა მის დაჴსნილობისა და ჴორცთმოყუარებისაგან არს იჭჳ ესე.
ხოლო ესე მებრ რომელ იწროდ სახელ-სდვა უფალმან გზასა მას, დიდად განაადვილებს სიძნელესა მისსა, რამეთუ განაფრთხობს ამით სიტყჳთა გონებასა მსმენელთასა, ვითარცა-იგი პავლე იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი ჴორცთა მიმართ და სისხლთა“, არა თუ ამისთჳს თქუა, რაჲთა დაჰჴსნნეს გონებანი სულიერთა მათ მჴედართანი, არამედ რაჲთა განაღჳძნეს და საღმრთოჲ იგი ყოვლადსაჭურველი შეჰმოსოს. ეგრეთვე - უფალი ჩუენი და მეუფე; ამათ სიტყუათა მიერ განკრძალვაჲ და განფრთხობაჲ ენება მოგზაურთაჲ მათ სამეუფოჲსა გზისათა, ამისთჳს იწროდ და საჭიროდ სახელ-სდვა ბჭესა მას და გზასა ცხორებისასა, და არა ესე ოდენ თქუა განსაკრძალველად მათდა, არამედ სხუასაცა სახესა კრძალვისასა შემოიღებს ქუემორე და უჩუენებს, ვითარმედ მრავალნი არიან მბრძოლ და დამაბრკოლებელ, უხილავნიცა და ხილულნი, გარნა ამას ყოველსა ზედა შენ ნუ საჭიროსა მას მისსა და იწროებასა ჰხედავ, არამედ აღსასრული მისი იხილე, თუ სადა მიმყვანებელ არს, რამეთუ აღსასრული მისი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს; ნუცა კუალად წინააღმდგომისა მის გზისა სივრცესა და ფართოებასა განიცდი, არამედ აღსასრული მისი გულისჴმა-ყავ, წარსაწყმედელი იგი ჯოჯოხეთისაჲ.
ხოლო სხუასაცა ადგილსა თქუა...
...ითა და მჴურვალედ მონანული ცოდვათა თჳსთა. ესე არიან ნიჭნი საღმრთონი, რამეთუ ესე არიან საჴმარ ჩუენდა და ფრიად საძიებელ. რამეთუ ბრძოლაჲ ძლიერი წინამდებარე არს ჩუენდა, და ბრძოლაჲ იგი ძალთა მათ მიმართ უხილავთა არს, მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა სოფლისმპყრობელთა მათ ბნელისათა, სულთა მათ მიმართ უკე-თურთა; და საყუარელ არს, უკუეთუ ფრთხილ ვიყვნეთ და მღჳძარე, აღ-ჭურვილ და განმზადებულ, და ეგრეთცა შეუძლოთ კეთილად წინაგანწყობად ესევითართა მათ მბრძოლთა.
უკუეთუ კულა განვსცხრებოდით და ვიმღერდეთ, ვიშუებდეთ და გუეძინოს პირველ ბრძოლად განწყობისაცა და მბრძოლთა მოსლვისა, ჩუენისა მის უდებებისა და ვერაგობისაგან ძლეულ და მეოტ ვიპოვნეთ. არა უწყითა, ვითარმედ არა ჩუენი საქმე არს განცხრომასა და სიცილსა და სახიობასა შინა ყოფაჲ და მარადღე შუებასა ჴორცთასა? არამედ საქმე არს ესე მემღერეთაჲ და მეძავთა და მოკიცხართაჲ. არა არს ესე საქმე ზეცისა იერუსალჱმსა აღწერილთაჲ, არა არს ესე საგზალი სასუფეველად ცათა წოდებულთაჲ, არა არს ესე საჭურველი სულიერსა მას საგრობასა განწესებულთაჲ, არამედ საქმე არს ესე მსახურთა ეშმაკისათაჲ. იგი არს მომპოვნებელი ამათ ჴელოვნებათაჲ, რაჲთამცა დაჰჴსნნა მჴედარნი ქრისტესნი და შეუჭრნა მათ ძარღუნი ახოვნებისა მათისანი. ამისთჳსცა თეატრონნი ა...