...შეგეშინდებათ: ბრძოლა თუმცა არათანასწორია, მაგრამ დიდია ჩვენი იარაღის ძალა. თქვენ იცით, ვინ არის თქვენი მტრები — თითქოს ასე აგრძელებს მოციქული — ნუ დაეცემით სულით და ნუ მოდუნდებით ბრძოლაში, არამედ „ამისთჳს შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა" (). მრავალი მანქანება, ესე იგი ხერხი, აქვს ეშმაკს, რომლითაც უზრუნველთა დაჭერას ცდილობს; ამიტომ საჭიროა მათი გულმოდგინე შეცნობა, რომ მის მახეებს ავარიდოთ თავი და არანაირი საბაბი არ მივცეთ; საჭიროა გულმოდგინე დაცვა ენისა, თვალთა დაცვა, აზრის სიწმინდეში შენარჩუნება და მუდმივი მზადყოფნა ბრძოლისთვის, თითქოს რაღაც ველური მხეცი გვესხმოდეს თავს და დაღუპვით გვემუქრებოდეს. ამიტომაც ის ზეციური სული, წარმართთა მოძღვარი, ქვეყნიერების ბაგე, რომელიც ყველაფერს თავისი მოწაფეების ცხონებისთვის აკეთებდა, სიტყვების შემდეგ: „შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ" — ყოველი მხრიდან გვცავს და უძლეველს გვხდის, ამბობს: **„მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ, და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა...
ეფესელთა მიმართ 6:11
10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,11. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.12. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
ეფესელთა მიმართ თავი 6