მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:1

1. შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.2. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა.
ეფესელთა მიმართ თავი 6
1. შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი (6,1).:

თარგმანი: იხილე კეთილად შეწყობილებაჲ სიტყუათა ამათ მოციქულისათაჲ, ვითარ ცოლი დაამორჩილა ქმარსა, ხოლო შვილნი — ზოგად ორთავე —მამასა და დედასა; და მორჩილებასა მას უბრძანებს უფლისა მიერ. ესე იგი არს უფლისა მიერი მორჩილებაჲ, რაჟამს არარას ესევითარსა ზედა ერჩდენ, რომელი დამჴსნელ იყოს ღმრთისმსახურებისა, ვითარმცა მეძავ ჰყოფდეს ასულსა ანუ სიბილწის საქმედ განსცემდეს ძესა, გინათუ კერპთმსახურ ანუ მწვალებელ ჰყოფდეს. ესევითარი იგი მორჩილებაჲ არა უფლისა მიერ არს, არამედ რაჟამს თჳნიერ სულისა სავნებელისა სხუასა ყოველსავე ზედა მორჩილ იყვნენ შვილნი მამა-დედათა, — ესევითარი იგი მორჩილებაჲ უფლისა მიერ არს, და სამართალ არს, ვითარცა განშორებული უსამართლოებისაგან, რომელ არს წინააღდგომაჲ ღმრთისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის