თარგმანი: პირველთა მათ წარმართობისა ქცევათა მათთა მოაჴსენებს, რამეთუ საქმეთა ბნელისათა მოქმედსა ბნელ ეწოდების, ვითარცა-იგი კუალად სათნოებისა მუშაკსა ნათელ ჰრქჳან, მოღებითა ჭეშმარიტისა მისგან ნათლისა, რომლისა შვილთა ესრეთ შუენის მოქალაქობაჲ, რაჲთა არარას ჰყოფდენ შეუტყუებელსა მისისა ძეობისასა.
ეფესელთა მიმართ 5:8
7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა,8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,9. რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
ეფესელთა მიმართ თავი 5