თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ საიდუმლოჲ ესე დიდი, ქრისტესთჳს და ეკლესიისა თქუმული, მაღალ და დიდ არს, არამედ არავე დამაყენებელ არს მცირესაცა ამას ზედა საქმესა სახედ ჴუმევაჲ მისი, რაჲთა კაცად-კაცადსა ესრეთ გიყუარდეს ცოლი თჳსი, ვითარცა თავი თჳსი. ხოლო შენ იხილე, ვითარ სიყუარულისათჳს მრავლად ისიბრძნისმეტყუელა, და შიშისათჳს ერთსა ოდენ სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ: "ცოლსა მას ეშინოდენ ქმრისა". ესე ამისთჳს, რამეთუ სიყუარულითა ჯერ-არს შიში იგი, და არა სიძულილით და მძლავრებით, არამედ რაჲთა შჯულისათჳს არა მჴევლებრ, არამედ ასოებრ ჰმონებდეს თავსა, ვინაჲთგან უწყის, ვითარმედ უთავოებაჲ მიზეზი არს შფოთებისაჲ, და კუალად, მრავალთავობაჲ დამჴსნელი არს სახლისაჲ. ამისთჳს ერთ თავ სახლსა შინა, ვითარცა ერთ ღმერთ ყოველთა ზედა. ესრეთ უკუე ცხად იქმნა, ვითარმედ სიყუარულითი შიში უმტკიცეს არს უფროჲს სიძულილითსა და მძლავრებითსა, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა არა შიშისათჳს ტანჯვისა, არამედ სიყუარულისათჳს დამბადებელობისა უმტკიცეს ვყოთ შიში ღმრთისაჲ ჩუენ შორის.
ეფესელთა მიმართ 5:33
32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა.33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.
ეფესელთა მიმართ თავი 5