თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა მოქმედ, ვითარ რაჟამს ცოლი ჰმორჩილობდეს ქმარსა, ვითარცა ღმრთივდადგინებულსა უფალსა თჳსსა, რამეთუ, აჰა, მას განუკუთნავს ყოველსავე მზრუნველობასა მსგავსებითა თავისაჲთა, რომელი-იგი არს მზრუნველ და განმგებელ ყოვლისა გუამისა, მას შინა მყოფობისათჳს საცნობელთაჲსა, რომელთა მიერ იპყრობვის და განეგებვის ყოველი შენაწევრებაჲ ასოთა გუამისათაჲ, ეგრეთვე ქმრისადა რწმუნებულ არს წინა-მზრუნველობაჲ და განმგებელობაჲ სახლისაჲ, ხოლო ცოლისადა — მორჩილებაჲ ოდენ ბრძანებისა მისისაჲ, სახედ შემოღებითა ქრისტესითა და ეკლესიისაჲთა.
ეფესელთა მიმართ 5:22
21. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.22. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა.23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.
ეფესელთა მიმართ თავი 5