...ოლს, რომელიც ადამისგან უნდა შექმნილიყო. ის ჯერ არ იყო შექმნილი, ხოლო ღმერთი მცნებას თითქოს ორს აძლევს: „არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე აჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთს შეადგენენ, როგორც პავლეც ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა" (). ამიტომ თითქოს ორს ეუბნება იმისთვის, რომ შემდეგ, როცა მისგან ცოლს შექმნიდა, ადამს მიზეზი ჰქონოდა მისთვისაც მის მიერ მიცემული მცნების გადასაცემად. ვიცი ამასთან, რომ (აკრძალული) ხის საკითხი ძალიან ბევრს აინტერესებს; მრავალი უგუნური მჭევრმეტყველი ბრალს ადამიანიდან ღმერთზე გადააქვს და ამბობს: რისთვის მისცა (ღმერთმა) ასეთი მცნება, როცა იცოდა, რომ დაარღვევდა? ან: რისთვის ბრძანა ეს ხე სამოთხეში ყოფილიყო? — და სხვა მრავალი. მაგრამ, რათა ამას ახლა არ შევუდგეთ — (ხის მცნების) დარღვევამდე ადრეა — ნეტარი მოსეს ამის შესახებ თხრობას უნდა დაველოდოთ; იქ მისულნი, დროულად ვიტყვით იმას, რასაც ღვთის მადლი მოგვცემს, და თქვენთვის, საყვარელნო, წერილის ჭეშმარიტ აზრს გავხსნით, რათა, სწორად გაიგებთ რა დაწერილს, უფალსაც შესაფერის დიდებას აღუვლინოთ და, შემცოდე (ადამიანს) თავს დანებებულნი, უდანაშაულო ღმერთს ბრალს ნუ დააბრალებთ. ამჯერად კი, თუ მოისურვებთ,...
ეფესელთა მიმართ 5:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...წმიდაჰყოფენ სულსა. ხოლო შემდგომად ამისა თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტება არს“ (17,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არცა ერთი ტყუვილი არს მის თანა, არცა სახჱ და აჩრდილი, არამედ ყოველივე ჭეშმარიტებაჲ, ვი-თარცა იტყჳს პავლე ეკლესიისათჳს, ვითარმედ: „წმიდა-ყო იგი სიტყჳ-თა“, რამეთუ იცის სიტყუამანცა ღმრთისამან წმიდა-ყოფაჲ. ხოლო ვჰგონებ, ვითარმედ სხუასაცა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „წმიდა-ყვენ“, ესე იგი არს: და განარჩიენ იგინი ქადაგებისა მისთჳს და სიტყჳსა. და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათ სიტყუათაგან, რომელ თქუა: „ვითარცა მე მომავლინე სოფლად“ (17,18); ვითარცა იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ“, რამეთუ რომლისათჳს ქრისტე მოვიდა, მისთჳს მოვლეს მათცა სოფელი. ხოლო ვითარცა აქაცა არა მსგავსებაჲ არს მოციქულთაჲ და უფლისაჲ, ხოლო ჩუეულებაჲ არს თავადისაჲ მომავალისაჲ ვითარცა ყოფადისაჲ თქუმად, ამისთჳს იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“? შევსწირავ თავსა ჩემსა მსხუერპლად შენდაო, რამეთუ...
...მისთჳს კუალად სიმდაბლით იტყჳს, ვითარმედ: „რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო“, რამეთუ უკუეთუ ელოდა სმენად და სწავლად, ფრიად უდარეს იყო ესე დიდებასა მისსა, რამეთუ ესე მრავალგნით საცნაურ არს, ვითარმედ თჳსითა ნებითა მოვიდა ამის საქმისა მომართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“, და ვითარმედ: „თავი თჳსი დაიკნინა და ხატი მონებისაჲ მოიღო“. და კუალად თავადი იტყჳს: „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, ეგრეთვე შეგიყუარენ თქუენ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენ მიერ უწინარეს სოფლისა ყოფისა“ (17,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა შორის არა გაქუნდა დიდებაჲ სამოსლისა მის-თჳს კაცებისა, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვ დიდებასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ განგებულებისა მისისათჳს არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არღა დიდებულ იყო ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ, არცა აქუნდა უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.
სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა
ესევითარი უკუე დიდებაჲ ჩუენცა ვპ...