მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:18

17. ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ.18. და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,19. ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა.
ეფესელთა მიმართ თავი 5
18. და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე (5,18).:

თარგმანი: ღჳნოჲ ღმრთისა მიერ განსამხიარულებელად ოდენ გულისა მოცემულ არს და შესაწევნელად უძლურებისა; ხოლო უმეტეს ზომისა ჴუმევაჲ მისი არა ხოლო სულიერთა სენთა და ბილწებათა, არამედ სულიერთა თანა ჴორციელთაცა სნეულებათა მომატყუებელ გუექმნების.

მოძღვრება თქმული გელათს 8 სექტემბერს 1882 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. (ეფეს. 5, 18).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! გუშინა და დღესაც წირვის დაწყებადმდე, დიდხანს ვიყავი დაფიქრებული, რა სიტყვა გითხრათ დღეს, რა დარიგება მოგვცეთ, რა საგანი ავიღო დღეს თქვენდა დასამოძღვრად. მქადაგებელმან სიტყვისა ღვთისამან კარგი დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, რომელი სიტყვა, საგანი უსაჭიროესია მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და მისცეს დარიგება იმ ცოდვის და ნაკლულევანებისათვის, იმ სულიერი სენისათვის, რომელიც მისს სამწყსოს უფრო ეჩვევა და ავნებს, მეტადრე იმისთანა დროს და შემთხვევაში და იმისთანა ადგილზე, რომელიც არის დღეს. აქ დღეს თქვენ შეკრებილხართ მრავალთა სხვათა და სხვათა სოფლებიდან; მაშასადამე, მე უფრო საჭირო და სასარგებლო სიტყვა უნდა გითხრათ დღეს, და მით მეც ღვთის წინაშე უფრო მადლი მექნება, რომ ასე ერთგულად ვცდილობ თქვენს სულიერს წარმატებას, და თქვენთვისაც უფრო დიდი სულიერი აღშენება მოხდება. უთუოდ ისიც შეიძლება, რომ ვინმემ თქვენგანმა დღეს აქ გაგონილი სიტყვა გარდასცეს თვის სოფელში მეზობლებს, და მაშინ უფრო გავრცელდება დღეს...

სრულად ნახვა
სიტყვა ოცდამეექვსესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა, (ეფეს. 5, 18).

ყოველთა შორის ფრიად საჭიროთა და სასარგებლოთა დარიგებათა, რომელიც მოგვცა დღეს წმიდა მოციქულმა პავლემ, უსაჭიროესი, მეტადრე ჩვენი დროებისათვის, არის ეს: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა.

საუბედუროდ, სიმთვრალე ყოველთვის და ყოველთა ხალხთა შორის იყო; გარნა აწ, ამ ჩვენს დროებაში, იგი გავრცელდა და ვრცელდება მომეტებულად. ძვირად იპოვება აწინდელთა ქრისტიანეთა შორის კაცი, რომელი არ ემორჩილებოდეს ღვინოსა და არაოდეს არ დაითვრებოდეს. საკვირველი და სამწუხარო არიან არა ნაკლებად, არამედ მომეტებულნი. სიმთვრალე წარღვნასავით გავრცელდა ევროპაში და რუსეთში. ჰრყვნის, ღუპავს, აღარიბებს ურიცხვთა პირთა და ოჯახობათა. მართლაც, საუბედუროდ, ამ ჩვენს საუკუნეში სხვანიცა ცოდვანი და ვნებანი გამრავლდნენ ქრისტიანეთა შორის, გარნა უმეტესად ყოველთა - სიმთვრალე. ღვინოს ემორჩილებიან არა მარტო უბრალონი, უსწავლელნი კაცი, არამედ, ვითარცა ზემოდ ვსთქვით, სწავლულნი და განათლებულნი არა ნაკლებად; არა თუ ღარიბის და დაბალის ხარისხისა, არამედ უმაღლესთა ხარისხთა...

სრულად ნახვა
სიტყვა ოცდამეექვსესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა, და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა (ეფეს. 5, 18-19).

ამ სახედ გვასწავლის, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა მოციქული პავლე დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა. ფრიად საჭირო არის, ყოველ დღე, ყოველი კაცისათვის, ახსოვდეს ეს დარიგება. ამისათვის, რომელ ამ სიტყვებში მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რა ნუგეში, ანუ რანაირი შექცევა არის კანონიერი და სასარგებლო ქრისტიანე კაცისათვის, ანუ რომელი შექცევით და კმაყოფილებით უნდა ატარებდეს კაცი ქრისტიანე თავისუფალ დროებას, როდესაც შრომიდგან უნდა მოსვენება.

ვიცით ჩვენ ყოველთა, რა სახით უყვარს კაცს ლხინი, მხიარულად დროების გატარება. თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა - თავის ნებით და მხიარულებით. ესეც ვიცით ყოველთა, რომელ ქვეყანაზე ათასი არის სხვადასხვანაირი ლხინი და შექცევანი, დროების გატარება, და თითოეულსა კაცსა ერთი რომელიმე მათგანი სხვაზე მომეტებულად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის