მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:14

13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს,14. რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.15. ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი;
ეფესელთა მიმართ თავი 5
14. რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ა მისისაგან.

და ვინაჲთგან ესმა ადამს: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე“, ამისთჳს მასვე ადგილსა დაიდვა უფალი, რაჲთა პოოს მუნ ადამი და იჴსნას წყევისაგან. და მის წილ, თუ: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიხჳდე“, ჰრქუა მას: „განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. აღდეგ და შემომიდეგ მე, რაჲთა არღარა დაიდვა მიწასა შინა, არამედ აღხჳდე ზეცად. და ნანდჳლვე ჭეშმარიტად აღდგომასა მას ქრისტესსა თანა აღდგა ადამიცა და ყოველი ნათესავი მისი. რამეთუ ვითარცა-იგი მო-რაჲ-კუდა ადამი, მის მიერ ჩუენ ყოველნი მოკუდავ ვიქმნენით, ეგრეთვე, აღდგა რაჲ უფალი ჩუენი ჴორცითა, ყოველი ბუნებაჲ ჩუენი მის თანა აღდგა, და უკუდავებაჲ მოგუეცა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ვითარცაიგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოელ არიან“.

აწ ვიხილოთ კუალადცა, ვითარ მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად. პირველად დადგა წინაშე მთავრისაო და განიკითხა მის მიერ, და მერმეღა მიეცა ჯუარ-ცუმად. კეთილად წარმოთქუა ყოველივე მახარებელმან; რამეთუ თავს-იდვა ჩუენთჳს განკითხვაჲ უფალმან პილატესგან, რაჲთა არა დუმილით იქმნას საქმე იგი ვნებისა მისისაჲ და დაიფაროს შური და უკეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲზ სინანულისათჳს:

...ნითო“.

კუალად ამათ ეტყჳს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“; ხოლო მათ ეტყჳს: „განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. ამათ თანააც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ - მოგებად, რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან.

ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“; ხოლო უძლურებასა შინა მყოფთა ეტყჳს: „გნებავსა, რაჲთა განიკურნო? აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (იოან. 5, 6,8) რამეთუ ცოდვაჲ ბოროტი განრღუეულობაჲ არს და ყოვლისა განრღუეულობისა უძჳრეს, გარნა უკუეთუ ინებო განკურნებაჲ, რაოდენცა ძნელ იყოს სენი შენი, მზა არს კურნებაჲ. დაღაცათუ ოცდაათრვამეტი წელი გაქუნდეს უძლურებასა შინა, ანუ ერგასისი, ანუ უმეტესიცა, და გინდეს განკურნებაჲ თავისა შენისაჲ, არავინ არს დამაყენებელ, რამეთუ აწცა ქრისტე წარმოდგომილ არს და გეტყჳს: „აღიღე ცხ...

სრულად ნახვა