...რულში ეშვებიან. რა შეიძლება იყოს მათზე სავალალო, როცა ვნებით ძლეულნულნი და დამონებულნი კაცის მოკვლამდეც კი მიდიან? ამიტომ ნეტარი პავლე, რომელსაც ბოროტების თავად ფესვი სურს ამოძირკვოს, ასეთ შეგონებას წერს: „ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ... მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (). არა მხოლოდ, ამბობს, არ მსურს, რომ განრისხდეთ და მრისხანებას მიეცეთ, არამედ არც ის მსურს, რომ მოყვასს რამე „ღაღადებით“ უთხრათ, იმ ღაღადებას გულისხმობს რა, რომელიც რისხვისგან მოდის. როცა შიგნით ვნება აღიძვრება და გულს აბერებს, მაშინ ენაც ვეღარ წარმოთქვამს სიტყვებს ჩუმად, არამედ სულის მდგომარეობას ავლენს რა, მოყვასთან ყვირილით ლაპარაკისკენ უბიძგებს. მაშ, ეს ნეტარი, რომელსაც სურდა მსმენელნი მუდმივ მშვიდობაში ეცხოვრათ, ამბობს: „ყოველი სიმწარე“, ანუ ყოველი მწუხარება, რა მიზეზითაც არ უნდა წარმოშობილიყო, „და ყოველი რისხვაჲ, და ყოველი ღაღადებაჲ... მოისპენ თქუენ შორის.“ შემდეგ, სურს რა თავად ბოროტების ფესვი გამოაშროს და უნაყოფო გახადოს, ამბობს: „ყოვლითურთ უკეთურებით.“ ვინც ასეთ სულიერ მდგომარეობაში ცხოვრობს, ის მუდამ ნავთსაყუდელში იმყოფება, ამქვეყნიური ღელვებისგან თავისუფალი, არ ეშინია არც ქარიშხლისა, არც გემტეხისა, არა...
ეფესელთა მიმართ 4:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...სა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა"** (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: **„რომელ...
...ღებისა მიერ, არა შთავარდების კაცი ცოდვასა, არამედ პირველად შევაწუხებთ მას და წარვიოტებთ სულთაგან ჩუენთა, და ეგრეთღა მონა ვიქმნებით ყოვლისა არაწმიდებისა, და, ნაცვალად შვილებისა ღმრთისა, დავიმკჳდრებთ შვილებასა ეშმაკისასა. ამისთჳს გუესმის პავლესგან წინა-განკრძალებით ესრეთ: "ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა" () და შემდგომი ამისი.
... და კუალად იტყჳს: „კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსა-შენებელად“. და კუალად იტყჳს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“. ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან, და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს, მარხვაჲ და მო-ღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.
ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ სარგებელ არს ჩემდა“. ვთქუა სხუაჲცა უმეტესი სიტყუაჲ ჭეშმარიტი: გულისხმა-ვყვნეთ ორნი კაცნი: ერ-თი იგი იმარხევდინ და ილოცევდინ და აღსასრულსა წამებითაცა სრულ იქმენინ, ხოლო...
...თ, ესე არს ცუდი განრისხებაჲ, რომელსა გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: „ნუ შურსა იგებთ თავთა თჳსთათჳს, საყუარელნო, და ყოველი სიმწარე და გულისწყრომაჲ, რისხვაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენგან ყოვლითურთ უკეთურებით; და მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა“. ; რამეთუ ვითარცა ჴორციელთა საქმეთათჳს და შურის-გებისათჳს განრისხებაჲ ცუდ არს და ბოროტ და თანამდებ სასჯელისა, ეგრეთვე შურისა საღმრთოჲსათჳს ქმნილი საჴმარ არს და კეთილ.
გარნა უმრავლესნი ჩუენგანნი წინააღმდგომსა ამას სიტყჳსასა იქმან და თჳსთა ვნებათათჳს: სიძულილისა და ძჳრის-ჴსენებისა მოყუსისა და სხჳსა ყოვლისავე ჴორციელისა საქმისა მჴეცებრ განრისხნებიან. ხოლო რაჟამს მცნებაჲ რაჲმე ქრისტესი დაიჴსნებოდის და უწესოებისა საქმე იქმნებოდის, შემუსრვილ და მდაბალ იქმნებიან და დუმილსა იმარხვენ, რომელ-ესე ორივე წინააღმდგომ არს რჩულსა მას სახარებისასა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა განრისხებაჲ ბოროტ არს, არამედ ცუდად განრისხებაჲ. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ“, რამეთუ უკუეთუ განრისხებაჲ იგი არა შურისათჳს საღმრთოჲსა იყოს, ცოდვა არს, ვითარცა ესერა შემდგომთაცა სიტყუათა...