მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:29

28. მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს.29. ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.30. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა.
ეფესელთა მიმართ თავი 4
29. ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ — რაჲ-იგი იყოს კეთილ, აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ (4,29).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ყოველი სიტყუაჲ დამპალი პირით თქუენით ნუ გამოვალნ; რამეთუ რაჲმცა უმეტეს დამპალ და სულმყრალ იყო გინებისა და ძჳრისმეტყუელებისა, ბილწად ზრახვისა და კადნიერებით მომზრახობისასა, რომელნი-ესე ცუდადმეტყუელებისა ნაშობ არიან. ამისთჳს მისგან განგუაყენებს, და მის წილ შეტკბობად გუაწუევს სიტყუათა კეთილთა სათნოებისათა, რომლითა წინამდებარე იგი პირი სიტყჳსაჲ აღეშენებოდის წესისაებრ საჴმარებითა სიტყჳსაჲთა, და მსმენელთა სიტყჳსათა მადლი სარგებელისაჲ მიემადლებოდის, რაჟამს სიწმიდისათჳს და სიმართლისა, კრძალულებისა და მოწყალებისა იყოს სიტყუაჲ იგი.

საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რა...

სრულად ნახვა