თარგმანი: მეოთხისა ფსალმუნისაგან შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, ვითარ-იგი მუნ ითქუმის უსაკუთრესად: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ" (). ხოლო ძალსა ამისსა თჳთ მოციქული თარგმნის, ვითარმცა გუეტყოდა, ვითარმედ: ზემო ვთქუ, რაჲთა არა უტყუვოდით ურთიერთას, ხოლო ვინაჲთგან ტყუვილი მოყუსისაჲ რეცა სამართალსა მიზეზსა გცემს განრისხებისასა, ამისთჳს ვიტყჳ: კეთილ არს ყოვლად არა განრისხებაჲ. ხოლო ესე თუ ვერ, ესეღა სადმე უეჭუელად საძიებელ არს, რაჲთა არა ცოდვად აღიგზებდეთ განრისხებასა მას, მიმყოვრებულად განგრძობითა ვნებისაჲთა, არამედ რაოდენცა მართალ საგონებელ იყოს განრისხებაჲ იგი, ნუმცა წარჰჴდების საზღვარსა მზისა დასლვისასა, რაჲთა არა ღამემან უმეტეს მყუდროებით წურთითა უძლიერეს აღაგზნას ვნებაჲ იგი. ჳკუმენისი: მესმა ვისგანმე მთარგმნელთაგანისა, ვითარმედ ერთი ოდენ არს უცოდველი განრისხებაჲ — ეშმაკთა მიმართ და ვნებათა, და ამის პირისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: "განრისხნებოდეთო", არამედ — ეშმაკთა მიმართ და ვნებათა, და ნუღარაჲს სხჳსა ცოდვისა ნივთად იჴუმევთ საჴმარებასა მრისხანებისასა. ხოლო მოციქული დაჰრთავს, ვითარმედ:...
ეფესელთა მიმართ 4:27
განმარტება სამოციქულოისა (ეფესელთა 4, 25-28).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ განვიზრახეთ განმარტება რაოდენთამე მუხლთა ეფესელთა მიმართ ეპისტოლესაგან. ეს მისთვის, რომელ მუხლნი, რომელთა განმარტება ჩვენ გვსურს დღეს, იპყრობენ თვის შორის ისრეთა სწავლათა, რომელნი თითქმის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზედ არიან სახმარნი და სასარგებლონი. და ესრედ, შეწევნითა ღვთისათა, შეუდგეთ უბნობასა.
ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. (ეფ. 4, 25).
ეს არის პირველი მუხლი იმ სამოციქულოისა, რომლისა ახსნას შეუდექით ახლა, შეწევნითა ღვთისათა. ამ მუხლში წმიდა მოციქული პავლე შეგავგონებს ჩვენ, რათა მოვერიდოთ სიცრუის თქმას, სიმართლით და ჭეშმარტებით ვეტყოდეთ ერთი მეორესა. აქედგან თვით თქვენ ჰხედავთ, ძმანო ჩემნო, რა დიდად საჭირო არს სწავლა, რომელსა გვაძლევს ეს მუხლი, ყოველსა წამს, ყოვლისა კაცისათვის, და რა დიდად საჭიროა, რომ ყოველთვის გვქონდეს ჩვენ იგი სახეში. რით განგვაღვიძებს ჩვენ მოციქული პავლე, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებასა ვიტყოდეთ? მით, რომ ჩვენ ყოველნი ვართ ერთი მეორეს ასოები:...
...თჳს პავლეცა სხჳთა სახითა გჳსწრაფებს დაგებად ურთიერ-თას და იტყჳს: „მზე ნუ დაგასწრობნო განრისხებასა თქუენსა“, რაჲთა არა მოვიდეს ღამე და უძჳრეს იყოს წყლულებაჲ იგი და უმეტესი ძალი მისცეს ეშმაკსა, რამეთუ ამისთჳს შესძინა და თქუა: „ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა“; ვითარცა-ესე აწ უფალი ბრძანებს პირველ შესაწირავისა მისლვად და დაგებად, რაჲთა არა, აღესრულოს რაჲ შესაწირავი, უდებ იქმნას კაცი იგი მისლვად, და ესრეთ იწყოს რაჲ დროებად, მიიღოს ძალი მკსინვარებამან მან; რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ბრძოლასა შინა ვნებათასა, რაჲთა არა მიიღონ მათ ძალი უფლებად ჩუენდა, და ვითარცა მკურნალმან ჴელოანმან ასწავის კაცსა წამალი, დამაყენებელი მოსლვად სენისა, და კუალად სხუაჲ ასწავის, დამჴსნელი მოწევნულისა უძლურებისაჲ, ეგრეთვე სახიერმან მან მკურნალმან სულთამან ქმნა. რამეთუ ბრძანებაჲ იგი, რომლითა გუამცნო, რაჲთა არა განურისხნეთ ცუდად ძმასა და რაჲთა არა ცოფ უწოდოთ, წამალი იყო დამაყენებელი მოსლვად სენსა მას მკსინვარებისა და ძჳრის-ჴსენებისასა; ხოლო რომელი-ესე გჳბრძანა, მსწრაფლ მისლვად და დაგებად შეწუხებულისა, დამჴსნელი არს სენისაჲ მის, უკრძალველობისაგან ჩუენისა მოწევნულისა.
და იხილე, ვითარ ორივე ესე წამალი ძლიერი...