მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:25

24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.25. ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ.26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.
ეფესელთა მიმართ თავი 4
25. ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს განიშორეთ ტყუვილი; იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ (4,25).:

თარგმანი: ზემო სიმართლედ და სიწმიდედ ჭეშმარიტებისად ამას უწოდდა, რაჲთა არა მაჩუენებლობით და სიცრუვით ვიჩემებდეთ სიმართლესა და სიწმიდესა, არამედ ჭეშმარიტებით მოვიგოთ იგი. ხოლო აწ იტყჳს, რაჲთა არცა ენითა უტყუოდით ერთმან-ერთსა რამეთუ, რაჲცა რაჲ მოყუასსა უტყუოთ, თავსა თჳსსა უტყუვით, ვინაჲთგან ვართ ურთიერთას ასოებ, და ყოველნი — ერთ გუამ ქრისტეს მიერ.

მოძღვრება თქმული ქუთაისის კათედრის ეკკლესიაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სამოციქულოისა (ეფესელთა 4, 25-28).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ განვიზრახეთ განმარტება რაოდენთამე მუხლთა ეფესელთა მიმართ ეპისტოლესაგან. ეს მისთვის, რომელ მუხლნი, რომელთა განმარტება ჩვენ გვსურს დღეს, იპყრობენ თვის შორის ისრეთა სწავლათა, რომელნი თითქმის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზედ არიან სახმარნი და სასარგებლონი. და ესრედ, შეწევნითა ღვთისათა, შეუდგეთ უბნობასა.

ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. (ეფ. 4, 25).

ეს არის პირველი მუხლი იმ სამოციქულოისა, რომლისა ახსნას შეუდექით ახლა, შეწევნითა ღვთისათა. ამ მუხლში წმიდა მოციქული პავლე შეგავგონებს ჩვენ, რათა მოვერიდოთ სიცრუის თქმას, სიმართლით და ჭეშმარტებით ვეტყოდეთ ერთი მეორესა. აქედგან თვით თქვენ ჰხედავთ, ძმანო ჩემნო, რა დიდად საჭირო არს სწავლა, რომელსა გვაძლევს ეს მუხლი, ყოველსა წამს, ყოვლისა კაცისათვის, და რა დიდად საჭიროა, რომ ყოველთვის გვქონდეს ჩვენ იგი სახეში. რით განგვაღვიძებს ჩვენ მოციქული პავლე, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებასა ვიტყოდეთ? მით, რომ ჩვენ ყოველნი ვართ ერთი მეორეს ასოები:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის