თარგმანი: სულად გონებისა სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი მიეცემის ნათელღებულთა სამთავროსა შინა გონებისასა, და დღითი-დღე განახლდების ჩუენ შორის, რაჟამს სიწმიდითა გონებისაჲთა უსრულესად მოვიგოთ იგი და უმეტეს განვახლდეთ ჩუენ მის მიერ, რამეთუ სიძუელესა ცოდვათა მიერსა განვიძრცჳთ ემბაზითა; პირველად — წყლისაჲთა, და შემდგომად — ცრემლთაჲთა, რაჟამს შევამწიკულოთ ნათლისღებისაჲ იგი. და ესრეთ, დღითი-დღე შევიმოსთ ახალსა კაცსა, რაჟამს სიწმიდით და სიმართლით ვმოქალაქობდეთ, განშორებულნი ყოვლისაგან სიცრუვისა ცოდვათაჲსა.
ეფესელთა მიმართ 4:23
22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.
ეფესელთა მიმართ თავი 4