თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ გასმიეს ქრისტე და მისა მიმართ გისწავიეს, ემსგავსენით მას, რომელი-იგი არს ყოვლითურთ უტყუველი ჭეშმარიტებაჲ. ვინაჲცა ყოველი სიმართლე ჭეშმარიტებისა ნაწილი არს, ხოლო ყოველი ცოდვაჲ —სიცრუვისა და ამაოებისაჲ. სიმართლესა უწოდიან ახალ, ხოლო ცოდვასა — ძუელ; ამას — ხრწნილება, ხოლო მას —უხრწნელება; რამეთუ "ძუელ კაც" არა ბუნებასა უწოდიან, არამედ ცოდვათა მოქმედებასა. ხოლო საცთურისა გულისთქუმად უწოდს გემოსა ცოდვისასა, რომელი-იგი უჴმარ არს და ნამეტნავ, (ვ) ვინაჲთგან კეთილისაცა ნებებასა გულისთქუმა უწოდიან, და რაჟამს კაცი წადიერ იყოს ბუნებისა საჭიროჲსა საჴმრისა მიმართ უცოდველისა, ესეცა წესიერი გულისთქუმაჲ არს. ამისთჳს ცოდვისა გულისთქუმასა საცთურ უწოდს მოციქული, ვითარცა არა ხოლო საუკუნოდ, არამედ აქავე განმხრწნელსა თჳსისა მომგებელისასა, რამეთუ ვითარცა მატყლსა დაშჭრის მისგანვე შობილი იგი მღილი, ეგრეთვე ბოროტნი გულისთქუმანი — სულთა და ჴორცთა ჩუენთა.
ეფესელთა მიმართ 4:22
21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა,22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა
ეფესელთა მიმართ თავი 4