თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რომელი ბილწებისა და ცოდვისა საქმეთა ერეოდის, ესევითარი იგი, დაღაცათუ იტყოდის, ვითარმედ უცნობიეს მას ქრისტე, არამედ არცაღათუ ასმიეს მისთჳს; რამეთუ ესევითარნი საქმენი ცოდვისანი ყოვლად უცხო ჰყოფენ კაცსა მეცნიერებისაგან გზათა და სწავლათა, ქრისტეს მიმართ მიმყვანებელთაჲსა.
ეფესელთა მიმართ 4:21
20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა,22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,
ეფესელთა მიმართ თავი 4