მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:2

1. გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით,2. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა,3. ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა.
ეფესელთა მიმართ თავი 4
2. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა,
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა (4,2).:

თარგმანი: ესე არიან ნაყოფნი, ღირსნი შვილებისა ღმრთისანი, რაჲთა ყოვლითა სიმდაბლითა, სიმშჳდითა და სულგრძელებითა ყოვლისავე პირისა და ყოვლისა საქმისა მიმართ ჰყოფდეს სიმდაბლესა, სიმშჳდესა და სულგრძელებასა, რომლისა ღონე არს ყოველთა მიმართ ქონებაჲ სიყუარულისაჲ, რამეთუ, სადა სიყუარული იყოს, მუნ ყოველივე ადვილად თავს-იდების.

მოძღვრება ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება რიგის სამოციქულოისა (ეფეს. 4, 1-6).

განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.

გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.

აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას: გლოცავ თქვენ? რისთვის არ იტყვის იგი: გიბრძანებ, გამცნებ, ვალად-გადებ, არამედ გლოცავ? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. დიაღ, შეეძლო პავლეს, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, ვითარცა დიდისა უფლებისა და სულიერისა მადლისა მექონესა, ბრძანება მიეცა მორწმუნეთათვის, გარნა იგი, ნაცვლად ამისა, ჰლოცავს მათ, ვინაიდგან შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.

გლოცავ მე კრული ესე უფლისა მიერ,...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:

...ოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს:

...ბდინ მათ, ვითარცა მწირი, და შემდგომად მცირედისა ჟამისა მის ყოვლისაგან განშორებად, უნდეს თუ არა.

და უკუეთუ ვის ზედა ბოროტი მოიწიოს სხჳსაგან, ნუმცა დაუმშჳდებელად განრისხნების, რამეთუ მოციქულსა არა მოუცემიეს ჩუენდა ერ-თიცა დღე განრისხებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მზჱ ნუ დაბნელდეს განრისხებასა თქუენსა ზედა“, რამეთუ დიდ არს, უკუეთუ მასცა ერთსა ჟამსა, რომელსა განვრისხნეთ, არარაჲ ვქმნეთ ბოროტი. უკუეთუ კულა ღამემანცა გუპოვნეს მრისხანებასა შინა, უმეტჱსად აღორძნდების ბოროტი იგი, რამეთუ ვითარცა ცეცხლი უმეტჱსად აღეტყინის, რაჟამს მოცალებით ვიწყით ბოროტისა წურთად. და ამისთჳს ბრძანებს, რაჲთა პირველ აღტყინებადმდე ცეცხლისა მის დავშრიტოთ იგი, რამეთუ ფიცხელ არს ვნებაჲ იგი მრისხანებისაჲ და უმძაფრეს ალისა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს დაშრეტად მისა და არა შენდობად ამაღლებად სიმაღლედ ცისა ალისა მისისა. რამეთუ მრავალთა ბოროტთა მიზეზ იქმნების სენი იგი; და მრავალნი სახლნი საფუძველითურთ აღფხურნა და ნათესავნი და მეგობარნი ურთიერთას მკლველ ყვნა და ბოროტნი უზომონი ქმნნა მცირეთა შინა ჟამთა. ნუმცა უკუე, ძმანო, დაუტეობთ ამას მჴეცსა აღჳრუსხმელად, არამედ ვტანჯოთ იგი ჭიმითა და აღჳრითა, რომელ არს შიში საუკუნოჲსა მის საშჯელისაჲ. რაჟამს-იგი შეგაწუხოს მეგობარმან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).:

...გულძჳრად ვარ და არა მივიდე დაგებად. მოვიჴსენოთ, რამეთუ ქრისტეცა სამართლად მრისხვიდა ჩუენ, გარნა ეგრეთცა მოვიდა წყალობად ჩუენდა და ჩუენთჳს სიკუდილად მიეცა და არა გჳჴსენნა ესოდენნი იგი ბრალნი. ამისთჳს პავლეცა სხჳთა სახითა გჳსწრაფებს დაგებად ურთიერ-თას და იტყჳს: „მზე ნუ დაგასწრობნო განრისხებასა თქუენსა“, რაჲთა არა მოვიდეს ღამე და უძჳრეს იყოს წყლულებაჲ იგი და უმეტესი ძალი მისცეს ეშმაკსა, რამეთუ ამისთჳს შესძინა და თქუა: „ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა“; ვითარცა-ესე აწ უფალი ბრძანებს პირველ შესაწირავისა მისლვად და დაგებად, რაჲთა არა, აღესრულოს რაჲ შესაწირავი, უდებ იქმნას კაცი იგი მისლვად, და ესრეთ იწყოს რაჲ დროებად, მიიღოს ძალი მკსინვარებამან მან; რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ბრძოლასა შინა ვნებათასა, რაჲთა არა მიიღონ მათ ძალი უფლებად ჩუენდა, და ვითარცა მკურნალმან ჴელოანმან ასწავის კაცსა წამალი, დამაყენებელი მოსლვად სენისა, და კუალად სხუაჲ ასწავის, დამჴსნელი მოწევნულისა უძლურებისაჲ, ეგრეთვე სახიერმან მან მკურნალმან სულთამან ქმნა. რამეთუ ბრძანებაჲ იგი, რომლითა გუამცნო, რაჲთა არა განურისხნეთ ცუდად ძმასა და რაჲთა არა ცოფ უწოდოთ, წამალი იყო დამაყენებელი მოსლვად სენსა მას მკსინვარებისა...

სრულად ნახვა