მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:19

18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.
ეფესელთა მიმართ თავი 4
19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა (4,19).:

თარგმანი: ესე არს უდებებით წარწირვაჲ თავისაჲ, რაჟამს დაიწუხნეს კაცმან თუალნი არა მიხედვად ჭეშმარიტებასა და არცა განცდად შიშსა ღმრთისასა, არამედ წარჴსნილად, ვითარცა ბნელსა შინა იქმოდის საქმეთა ბნელისათა, ვინაჲცა ესევითარი იგი ნეფსით მოიკლავს თავსა თჳსსა ნაყოფთა მათ მაკუდინებელთა ჭამითა, რომელ არიან საქმენი ბილწებისა და ანგაჰრებისანი.

ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის შიში და უსჯულოთაგან განშორება:

...ქარების მძვინვარებას მიცემული, სწრაფად იძირება, ასევე უგრძნობლად მცხოვრები სულიც ურიცხვი ვნების წინაშე დაუცველი რჩება. ამიტომ ნეტარი პავლეც ამ ვნებას წარმოაჩენდა და ამბობდა: „რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.“ () და როგორც მესაჭე, ვიდრე ხომალდზე მყოფებზე ზრუნვით შფოთავს, ყველას სიმშვიდეში ამყოფებს, ხოლო თუ ამ ზრუნვას მოეშვა და დაიძინა, დიდ არეულობას მოიტანს; ასევეა ადამიანიც: ვინც შფოთავს, ძრწის და შეშფოთებულია, თავის გონებას სიმშვიდეში აყენებს; ხოლო ვინც საკუთარი თავი უდებების ძილს გადასცა, ხომალდს წყალქვეშ აქცევს.

„განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.“ () რას ნიშნავს: „განვჰკფდი“ ()? დავსუსტდი, ამბობს, ჩემი მტრებისგან. რადგან ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენი ყოფა ურიცხვი მტრითაა აღვსილი; ისინი უფრო ძლიერებიც ხდებიან, როდესაც ცოდვებში ჩავვარდებით....

სრულად ნახვა