თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა ხუალთ, ვითარ-იგი ხჳდოდეთ", არამედ: "ვითარ-იგი სხუანი წარმართნი ვლენანო, ვითარ ამაოთა საქმეთა შეუქცევია გონებაჲ მათი".
ეფესელთა მიმართ 4:17
16. რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.17. ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა,18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.
ეფესელთა მიმართ თავი 4