თარგმანი: ვითარ-ესე გუამთა ჩუენთა შინა განმაცხოველებელობაჲ სულისაჲ უშინაგანესით თავისაჲთ ძარღუთა მიერ შთამოვალს და არა სწორებითსა ძალსა მისცემს ყოველთა ასოთა, არამედ რაოდენ თითოეული მათი დატევნად შემძლებელ იყოს, რამეთუ რომელსამე შორის უმრავლეს არს ძალი მისი, და რომელსამე — უმცირეს; ეგრეთვე ქრისტე, თავი იგი ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა ასოთა მისთა, სულთა ჩუენთა ძალ-სცემს სულიერითა მით განყოფითა მადლთაჲთა, და შემსგავსებულად თითოეულისა სულისა ასოჲსა ჰყოფს აღორძინებასა სულიერისა ჰასაკისასა და მსგავსად შეხებისა ამის, რომელ არს ჩუენ შორის ერთი ხუთთა საცნობელთაგანი, ვითარ-ესე შეხებაჲ შინაგანით თავისაჲთ იწყებს და მიერ განიყვანებს ძარღუთა ყოველთა შინა ასოთა, რაჲთა სწორებით იგრძნობდენ შეხებასა მას, ეგრეთვე შეახლებაჲ, რომელ არს შესახებელი უხუებისაჲ, ჩუენ ყოველთა თავისა — ქრისტესგან გარდამოვალს, და ამისთჳს შეახლება უხუების ეწოდების, რამეთუ სხუანი იგი საცნობელნი ერთსა მას შინა ასოსა მოქმედებენ, ხოლო შეხებასა ამისთჳს უხუებითად ეწოდების, რამეთუ ყოვლითავე ასოჲთა სწორებით ვიგრძნობთ შეხებასა, რომელი აწ მოციქულმან სახედ მოიღო ქრისტეს მიერთა მადლთა უხუებისა,...
ეფესელთა მიმართ 4:16
15. არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,16. რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.17. ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა,
ეფესელთა მიმართ თავი 4