თარგმანი: ვინაჲთგან გარეშეთა მათთჳს წამა, ვითარმედ იჭჳთ და ტყუვილით ასწავებენ, ამისთჳს ჩუენთა ამათ ასწავებს, ვითარმედ უჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ სიტყვთა და შჯულითა და მოქალაქობითა, რომლითა წარემართების სიყუარული, რამეთუ ზაკულებაჲ და მიმოცვალებაჲ სიტყუათაჲ დამჴსნელი არს სიყუარულისაჲ და მოქმედი სიძულილისაჲ, ხოლო რაჟამს ურთიერთას მოუზავნეთ სიტყუანი საქმეთა, და მართლმადიდებლობასა —ქონებაჲ მოქალაქობისა კეთილისაჲ, მაშინ შევიერთებით ჭეშმარიტებასა ზედა სიყუარულისასა, რაჟამს არა ბოროტებით რაჲმე იყოს სიყუარული ჩუენი, არამედ საღმრთოდ და ჭეშმარიტებით, რაჲთა ყოვლითურთ ქრისტეს მიმართ აღვორძნდებოდით და კეთილად ცხორებითა თავსა მას ჩუენ ყოველთასა შევეერთებოდით.
ეფესელთა მიმართ 4:15
14. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,15. არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,16. რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.
ეფესელთა მიმართ თავი 4