მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:14

13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,14. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,15. არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,
ეფესელთა მიმართ თავი 4
14. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა, სივერაგითა კაცთაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა (4,14).:

თარგმანი: სახისმეტყუელებით შემოღებითა ყრმათა და ქართა და ღელვათაჲთა წარმართთასა მას სიტყუა-მეტნობასა განაქიქებს, ვითარ ენამჭევრობით მიმოცვალებითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდეს უმეცრებასა და საცთურეანობასა მათსა, რამეთუ ესრეთ ოდესმე იყვნეს ბრძენნიცა იგი და ფილოსოფოსნი ეფესოჲსანი, ვერ მიმწთომელ ჭეშმარიტებასა და მიდევნებულ ცუდსა გამოძიებასა, ვინაჲცა უმეცრებასა თჳსსა ზაკუვით მიმოდგმითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდეს, ვითარცა განჴუებულნი ჭეშმარიტისა ამის სიბრძნისაგან, რომელი ისწავეს უკუანაჲსკნელ, მოუჴდეს რაჲ სარწმუნოებასა ქრისტესსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის