თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე ესე განყოფაჲ მადლთაჲ ნუმცა ვისთჳს საშურველ არს უდიდესი, ნუცა შეურაცხ — უმცირესი; რამეთუ სწორებით ყოველნივე არარაჲსა სხჳსათჳს მოცემულ არიან, თჳნიერ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — აღსავსებელად წმიდათა; რამეთუ წმიდად უწოდს კრებულსა ეკლესიისასა, რომელთა აღსავსებელად და სამსახურებელად იქმნების ყოველივე; და რომლისადა უდიდესი მიცემულ არს, საქმედ მსახურებისა მიცემულ არს. ამისთჳს ნუმცა ვისგან საშურველ არს; და რომლისადა —უმცირესი, ნუცა იგი შეურაცხ-საყოფელ არს, რამეთუ სწორებით საჴმარ არიან დიდნი და მცირენი აღსავსებელად და სამსახურებელად და აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, რომელ არს ეკლესიაჲ, შესაკრებელი მორწმუნეთა კრებულისაჲ. ამისთჳს, რაოდენცა ვის უმეტესი აქუს მისგანი, ეგოდენ უმძიმესი ზედა-აც ტჳრთი.
ეფესელთა მიმართ 4:12
11. და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი12. დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა,13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,
ეფესელთა მიმართ თავი 4