მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:10

9. და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,10. რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ11. გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა,
ეფესელთა მიმართ თავი 3
10. რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ათა და სიღრმეთა მათგან საღმრთოთა საიდუმლოთა, რომელი ანგელოზთაცა არა იცოდეს ამისა პირველ, რამეთუ მათცა ჩუენ თანავე ცნეს სიტყუათა მიერ იოვანესთა ესე საიდუმლონი.

და ამას მოასწავებს მოციქული პავლე, რომელი იტყჳს: „რაჲთა საცნაურ იქმნას აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ეკლესიისა მიერ მრავალსახე იგი ღმრთისა სიბრძნე“. უკუეთუ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ქერობინთა და სერაბინთა ეკლესიისა მიერ ცნეს ესე ყოველი, საცნაურ არს, ვითარმედ იგინიცა სამე ფრიადითა მოსწრაფებითა ისმენენ ჴმასა იოვანესსა. რამეთუ ესეცა არამცირედი პატივი მოგუეცა, რომელ ჩუენ თანა ცნეს ანგელოზთა, რაჲ-იგი არა იცოდეს. ხოლო რომელ არა ჩუენ თანა ოდენ, არამედ ჩუენ მიერცა, ამისთჳს რაჲღა ვთქუა, რომელნი ესევითარნი ვიყვენით, რომელ არა ჯერ-არს აწ თქუმად, თუ ვინ ვიყვენით, ანუ ვითარნი, და ესევითარსა პატივსა მივიწიენით. ამისთჳს უკუე მივყოთ ყოველთა სასმენელი ჩუენი დუმილით ნუ დღეს ოდენ, არამედ ყოვლადვე, რამეთუ ყოვლადვე კეთილ არს ამათ სიტყუათა სმენად. რამეთუ უკუეთუ მეფისა სიტყუათა მარადის სურვიელ ვართ სმენად, თუ რაჲ თქუა, ანუ რაჲ ქმნა, ანუ რასა განიზრახავს, რომელთაგან არარა სარგებელ არიან ჩუენდა, არა უფროჲსად ვისწრაფოთა სმენად სიტყუათა მათ, რომელთა ღმერთი იტყჳს, საწადელთა მათ და სასურველთა და ჩუ...

სრულად ნახვა