მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:8

7. რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ.8. რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:9. არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს.
ეფესელთა მიმართ თავი 2
8. რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს (2,8).:

თარგმანი: მადლით გამოჴსნა არს მოტევებაჲ პირველ გარდასრულთა ბრალთაჲ, რომელი-ესე მოგუემადლა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ, რაჟამს გურწმენა ქრისტეს მიმართ, და გამოვიჴსნენით მის მიერ მონებისაგან ეშმაკთა და ვნებათაჲსა. ხოლო თჳთ სარწმუნოებაჲ იგი, მომატყუებელი ყოველთა კეთილთაჲ, არა თავით თჳსით მოვიგეთ, არამედ ღმერთმან მოგუანიჭა.

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულიწმიდის შეწევნა სარწმუნოების საქმეში:

...მაშ, იხილე, ეს კორნილიუსის შემთხვევაში მოხდა: მას ეს თავისთავად არ უპოვია, არამედ ღმერთმა მოუწოდა, რადგან მან წინასწარ საკუთარი თავი ღირსად მოამზადა. სწორედ ამიტომ პავლეც, როცა რწმენაზე საუბრობდა, ამბობდა: „და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:“ (). თუმცა იგი სათნო საქმეთა გარეშე არ გტოვებს. რადგან თუ მიზიდვა და მოყვანა მისია, მაინც მორჩილ სულსაც ეძებს და მაშინ თავის მხრივ შეწევნას აძლევს. ამიტომაც პავლე სხვაგან ამბობს: „რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან“ (). რადგან ჩვენი სათნოებისა და ცხონების საქმეები იძულებით არ აღსრულებულა. მაგრამ თუმცა უმეტესი მას ეკუთვნის, თითქმის ყოველივეც კი, მაინც ჩვენც დაგვიტოვა რაღაც მცირე, რათა გვირგვინთა მიზეზიც ღირსეული სახით გამოჩნდეს.

სწორედ ამიტომ პავლემ, როცა თქვა: „ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ“ (

სრულად ნახვა