მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:7

6. და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ,7. რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ.8. რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:
ეფესელთა მიმართ თავი 2
7. რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ, სიტკბოებითა ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ (2,7).:

თარგმანი: რაჲთა ყოვლად სარწმუნო ყოს ძნიად მისათუალველი ქრისტეს თანა დასხდომაჲ ჩუენი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ჩუენდა მომართისა სიტკბოებისათჳს მიყოფს ჩუენ ამას, არამედ რაჲთა დაუვიწყებელ საჴსენებელ ყოს ჩუენ ზედა ქმნილი ესე ქველისსაქმე, მომავალთა ჟამთათჳს, რომელ არიან დაუსრულებელნი საუკუნენი. ამისთჳს არა ქრისტესამდე ოდენ მიაწევს სიმდიდრესა სიტკბოებათა თჳსთასა, არამედ მისგან სიტკბოებით ჩუენ ზედა, რომელთა გურწამს მისსა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის