თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ეფესელთათჳს ოდენ თქუა მკუდარ ყოფაჲ ბრალითა, რაჲთა არა ჰრცხუენოდის მათ, ვითარმცა იგინი ხოლო იყვნეს ცოდვილ, ამისთჳს აწ თავსა თჳსსა და ყოველთა კაცთასა თანაშეჰრთავს, ვითარმედ: ზოგად ყოველნი, ცოდვასა და ჴორცთა ნებასა შინა მყოფნი, გამოჴსნილ ვართ ქრისტეს მიერ.
ეფესელთა მიმართ 2:3
2. რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა,3. რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი.4. ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ,
ეფესელთა მიმართ თავი 2