მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:18

17. და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.19. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,
ეფესელთა მიმართ თავი 2
18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას, ერთითა სულითა მამისა მიმართ (2,18).:

თარგმანი: აჰა ქადაგებაჲ წმიდისა სამებისაჲ; ვითარ ძისა მიერ მოცემითა სულისაჲთა მივეახლებით მამასა. ხოლო "ერთითა სულითა" ესე არს, რამეთუ მადლსა ამას შინა ქრისტეს მიერისა ცხოვნებისასა არარაჲ უმეტესი მიეცა ჰურიათა, პირველ უმახლობელესობისათჳს, არცა უდარესი — წარმართთა, პირველ შორიელობისათჳს; არამედ სწორებით ვცხოვნდით მოღებითა მისვე და ერთისა სულისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის