მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:13

12. რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა.13. ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.14. რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა,
ეფესელთა მიმართ თავი 2
13. ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა (2,13).:

თარგმანი: რაოდენ ყოვლად შორიელობაჲ მათი წამა, ეგოდენ უფროჲს ძლიერებაჲ ქრისტესი ქადაგა, რომელმან-იგი ესოდენ შორიელნი ესოდენ მახლობელ ყვნა თჳსსა, რომელ მაშინ უმეტეს ჰურიათასა განშორებულნი წარმართნი, აწ უმახლობელეს ყოველთასა ყვნა პატიოსნითა მით სასყიდელითა სისხლთა თჳსთაჲთა გამომჴსნელმან უფალმან, რომელმან სული თჳსი დადვა მათთჳს. ხოლო აწინდელი ესე მახლობელობაჲ და შორიელობაჲ არა ადგილთათჳს ითქუმის, არამედ გონებათათჳს და მოქალაქობათა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საკჳრველ არს განგებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ განვრდომილნი მოქალაქობისაგან ისრაჱლისა წარმართნი მახლობელ თავისა თჳსისა ყვნა, უმახლობელესობითა წესთა ამათ ახლისა შჯულისათაჲთა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).:

...ნაჲსწარმეტყუელებდა ესევითართა წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ გონებით სხუასა სახესა ზედა იყო და წინააღმდგომი მისისა ნებისაჲ იქმნა, რამეთუ ვინაჲთგან იგი მოკუდა, ამისთჳს საუკუნოჲსა საშჯელისაგან განთავისუფლდეს მორწმუნენი. და ვითარცა წერილ არს, შემოკრიბნა შორიელნი და მახლობელნი და ყოველნი ერთგუამ-ყვნა, ; და აწ მჯდომარესა ჰრომს შინა ჰინდოეთს მყოფნი იგი მორწმუნენი ასოდ თჳსად შეურაცხიან. რაჲ არს ამის ერთობისა უზეშთაეს? და ყოველთა თავ ქრისტე არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიერითგან განიზრახეს ჰურიათა მოკლვაჲ მისი“ (11,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და იგინი პირველითგან ეძიებდეს მას მოკლვად, ვი-თარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „ეძიებდეს მას მოკლვად“, ; (7,1) არამედ მა-შინ ოდენ ეძიებდეს, ხოლო აწ დაამტკიცეს გულისსიტყუაჲ მათი და იწყეს ჴელ-ყოფად საქმისა მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიასტანს“ (11,54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივ იმალვის, ხოლო მიზეზი მითქუამს მრავალგზის, რაჲსათჳს წარვიდის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა მახლობელად უდაბნოსა...

სრულად ნახვა