...გამცნებ, რაჲთა მშჳდობაჲ გაქუნდეს ურთიერთას, რომელი-ესე სხუათაცა ექმნა წმიდათა, ხოლო „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ“, - რომელი-იგი მე ვქმენ შორის სულისა და ჴორცთა და ანგელოზთა და კაცთა, რომელმან ვყავ მშჳდობაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და შუაკედელი იგი ზღუდისაჲ მის დავჴსენ, მტერობაჲ იგი ჴორცითა ჩემითა, მას უკუე მშჳდობასა, რომლითა ესე ყოველი ვქმენ, აწ ამას მიგცემ თქუენ სამკჳდრებელად. ამისთჳსცა ეტყჳს: „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ“ (14,27). ჰხედავა, რამეთუ რომელიმე მწუხარებაჲ მათი სიყუარულისათჳს იყო და რომელიმე - შიშისათჳს?
„გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს“ (14,28). და რომელსა სიხარულსა მოატყუებდა მათ ესე ანუ რომელსა ნუგეშინის-ცემასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამეთუ არა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ, არცა აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-იყო. რამეთუ ვითარმცა აქუნდა, რომელთა ესეცა არა იცოდეს, ვითარმედ აღდგომაჲ არს, ხოლო მამაჲ უზეშთაეს ეგონა? ეტყჳს უკუე, ვითარმედ: დაღაცათუ ჩემთჳს გე-შინის, ვითარმცა ვერ უძლე შეწევნად თავისა თჳსისა, და არა მინდობილ ხართ, ვითარმედ შემდგომად ჯუარს-ცუმისა გიხილნე...