თარგმანი: ესე არს სიმტკიცე ძლიერებისაჲ, რომელ ბუნებამან ღმრთეებისამან არა უტევა ხილვად განსახრწნელი, ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა და აღადგინნა მკუდრეთით, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მრავალსა ადგილსა თჳთვე ითქუმის აღმადგინებელად თავისა თჳსისა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე; ხოლო შენ, გესმეს რაჲ — "რომელ ქმნა ქრისტეს თანა", ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ქრისტე ერთსა მას გუამსა ეწოდების, ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთა სიტყჳსა ღმრთისასა. ხოლო ვინაჲთგან ორნი ბუნებანი არიან მის შორის, ამისთჳს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ აღადგინებს ბუნებასა ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთასა.
ეფესელთა მიმართ 1:20
19. და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,20. რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა,21. უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.
ეფესელთა მიმართ თავი 1