მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:19

18. და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,19. და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,20. რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა,
ეფესელთა მიმართ თავი 1
19. და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,
თავი ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მონიჭებულნი ჩუენდა კეთილნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა (1,19).:

თარგმანი: ვინაჲთგან უხილავთა კეთილთა და დიდთა საქმეთათჳს წარმოთქუა, აწ ხილულითა სახითა სარწმუნო ჰყოფს მას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ ამასვე სოფელსა ესოდენ გარდაჰმატა სიმდიდრე ძლიერებისა თჳსისაჲ, რომელ ჩუენ წარმართთა პირუტყული და მჴეცებრივი ცნობაჲ მოაქცია სარწმუნოებად მისსა და ზეცისასა მზრახვალ მყვნა, რაჲ საკჳრველ არს მისგან მერმესა მას ყოფადი იგი ჩუენ ზედა სიმდიდრე ნიჭთა მისთაჲ!

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის