მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:18

17. რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა.18. და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,19. და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,
ეფესელთა მიმართ თავი 1
18. და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,
თავი ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მონიჭებულნი ჩუენდა კეთილნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი (1,18).:

თარგმანი: უხილავისა ღმრთისა მხედველ უხილავნივე საჴმარ არიან თუალნი გულისანი, რომელ არს გონებაჲ განწმედილი და მხედველი უხილავთაჲ, რაჟამს ღმერთმან განუნათლნეს ყოველნი გზანი გულისჴმისყოფისა მისისანი; და ესევითარი იგი კაცი არარას იჭუეულ არს ღმრთისათჳს, რამეთუ რაჲმცა შეუძლებელ იყო საღმრთოჲსაგან ბუნებისა! ხოლო ამას მეცნიერებასა ვერ-ვინაჲ მიიწევის თჳნიერ სულისა წმიდისა, რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა, და თჳნიერ მისსა შეუძლებელ არს რაოდენცა რაჲმე ცნობაჲ ღმრთისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის