მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:10

9. გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა10. განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა;11. მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა,
ეფესელთა მიმართ თავი 1
10. განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა;
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განსაგებელად აღსავსებისა მის ჟამთაჲსა (1,10).:

თარგმანი: აღსავსებად ჟამთა უწოდს არა ლიტონად, არამედ წინაჲსწარითა განგებულებითა, აღსასრულსა ჟამთასა ქმნილსა მოსლვასა და ჴორცთშესხმასა ძისა მხოლოდშობილისასა, რაჟამს ყოველივე ეჩუენა ღმერთსა ანგელოზთა მიერ და შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა, და რაჟამს ამით ყოვლითა ვერ შესაძლებელ იქმნა ცხორებაჲ კაცთაჲ, და განწირული მიახდა წარსაწყმედელად, მაშინ ჟამიერ ყო ჴორცთა შესხმაჲ ძისაჲ, რაჲთა ეწიოს მადლით განმართლებად და ცხორებად ცოდვისა მიერ წარწყმედად მიახლებულთა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: თავად-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (1,10).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ინება ყოვლისავე შეცვალებაჲ, რამეთუ თავად-ყოფად შეცვალებასა მსწრაფლსა იტყჳს, რომელი იქმნა ქრისტეს მოსლვითა, რამეთუ შეჰმოსა კაცთა უხრწნელებაჲ და ცათა კრებულნი იხარებდეს, არებდეს ამას ზედა, რამეთუ განიდევნა ყოველი სალმობაჲ, მწუხარებაჲ და სულთქმაჲ.

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...). ნახე წინასწარმეტყველის სიზუსტე: იგი მხოლოდ მოვლენებს კი არ ამბობს, არამედ დროსაც აღნიშნავს. რადგან რასაც პავლე ამბობს: „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ“ (გალატ. 4:4), და სხვაგანაც: „განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა“ (), ამასვე ამბობს წინასწარმეტყველი: „უკანასკნელთა დღეთა“ (). ხოლო „მთას“ იგი ეკლესიასა და მოძღვრებათა დაუძლეველობას უწოდებს. როგორც მთებს თუნდაც ურიცხვი ლაშქარი დაესხას თავს, მშვილდებს ჭიმავდეს, შუბებს ისროდეს და საბრძოლო მანქანებს მიაყენებდეს, მთებს ვერაფერს ავნებს, არამედ საკუთარ ძალას დაშლის და ისე წავა; ასევე ყველამ, ვინც ეკლესიას ებრძოდა, იგი ვერ შეარყია, არამედ საკუთარი ძალა დაკარგა და შერცხვენილი დარჩა: დარტყმისას იშლებოდნენ, სროლისას უძლურდებოდნენ და მოქმედებისას თვით ტანჯულთაგან მარცხდებოდნენ; ეს კი გამარჯვების საკვირველი სახეა, ადამიანებისთვის კი არა, მხოლოდ ღმერთისთვის შესაძლებელი. რადგან ეკლესიის საკვირველება ის კი არ არის, რომ გაიმარჯვა, არამედ ის, რომ სწორე...

სრულად ნახვა