1.პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ:2.მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
...). ნახე წინასწარმეტყველის სიზუსტე: იგი მხოლოდ მოვლენებს კი არ ამბობს, არამედ დროსაც აღნიშნავს.რადგან რასაც პავლე ამბობს: „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ“ (გალატ. 4:4), და სხვაგანაც: „განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა“ (), ამასვე ამბობს წინასწარმეტყველი: „უკანასკნელთა დღეთა“ ().ხოლო „მთას“ იგი ეკლესიასა და მოძღვრებათა დაუძლეველობას უწოდებს.როგორც მთებს თუნდაც ურიცხვი ლაშქარი დაესხას თავს, მშვილდებს ჭიმავდეს, შუბებს ისროდეს და საბრძოლო მანქანებს მიაყენებდეს, მთებს ვერაფერს ავნებს, არამედ საკუთარ ძალას დაშლის და ისე წავა; ასევე ყველამ, ვინც ეკლესიას ებრძოდა, იგი ვერ შეარყია, არამედ საკუთარი ძალა დაკარგა და შერცხვენილი დარჩა: დარტყმისას იშლებოდნენ, სროლისას უძლურდებოდნენ და მოქმედებისას თვით ტანჯულთაგან მარცხდებოდნენ; ეს კი გამარჯვების საკვირველი სახეა, ადამიანებისთვის კი არა, მხოლოდ ღმერთისთვის შესაძლებელი.რადგან ეკლესიის საკვირველება ის კი არ არის, რომ გაიმარჯვა, არამედ ის, რომ სწორე...