...ე ცოდეს და დაკლებულ იქმნნეს დიდებასა ღმრთისასა, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ“, და თჳთ მღდელნიცა. ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს მღდელისათჳს, ვითარმედ: „თანააც პირველად შეწირვად თავისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ერისათჳს, ვინაჲთგან მასცა თანააც უძლურებაჲ“. და ამას მოასწავებს სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა, ვითარმედ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა“. და ამას ადგილსა სწორებასაცა თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს და განყოფილებასა მას მონისა და აზნაურისასა, რამეთუ იგავი ესე ამისი სახე არს, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ესე არს, თუ: „არა დაადგრესო“.
ხოლო რაჲ არს, რომელ ცოდვათათჳს რაჲ იტყოდა, სახლი აჴსენა? ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვითარცა სახლსა ზედა აქუს სახლისა უფალსა ჴელმწიფებაჲ, ეგრეთვე მას აქუს ყოველთა ზედა დაბადებულთა. ხოლო თუ: „არა დაადგრესო“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებისაჲ, რომელი-იგი არა სახლისა უფალი იყოს, ხოლო ძჱ სახლისა უფალი არს, რამეთუ ესე არს, თუ: „უკუნისამდე დაადგრესო“. და რაჲთა ვერ ეტყოდიან, თუ: შენ ვინ ხარო, ამისთჳს კაცობრივთა მიერ საქმეთა უჩუენა მათ, ვითარმედ: ჩემი არს ყოველივე, რამეთუ ძე ვარო და სახლსა შინა მამი...