მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 5:11

10. და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.11. რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა.12. და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა; და იქმნენით მოქენე სიძისა და არა მტკიცისა საზრდელისა.
ებრაელთა მიმართ თავი 5
11. რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა.
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ლოცვის შესმენა და მრისხანების საზღვრები:

...და კვლავ: „ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა“ ().

და კვლავ ესაიაც ამბობს: „მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ (). და ოსიაც: „სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ“ და „განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ“ (). და ქრისტეც, როცა ასწავლიდა, ამბობდა: „ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა“ (). და კვლავ: „ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ“ (

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ა\* კრძალულებისათჳს ეკლესიასა შინა:

...დვად, არამედ ადრე დაშურების და დაეცემის და დაუტეობს სათნოებასა და არღარა ჴელ-ჰყოფს მისდა სურვილით.

ხოლო თქუენ ნუმცა ესრეთ ხართ, არამედ განიფრთხვენით გონებანი თქუენნი, რაჲთა არა ესრეთ გესმეს, ვითარცა ურწმუნოთა ჰურიათა პავლეს მიერ, რამეთუ მათდა მიმართ თქუა, ვითარმედ: „მრავალ არს სიტყუაჲ და ძნიად სათარგმანებელ“. არა თუ იგი სიტყუაჲ ესრეთ იყო, არამედ იგინი დაჴსნილ იყვნეს სმენად, რამეთუ უდებსა და დაჴსნილსა ადრე მოეწყინების და მცირედი დიდად უჩნს და ადვილი - ძნელად. გარნა ნუმცა ვინ არს აქა ესევითარი, არამედ ყოველივე ზრუნვაჲ განაგდეთ სოფლისაჲ და ესრეთ განკრძალულად ისმენდით ამათ სიტყუათა.

რამეთუ რაჟამს გულისთქუმაჲ ვნებათაჲ იყოს კაცისა თანა, ვერღარა ძალ-უც გულისთქუმისა საღმრთოჲსა სიტყუათაჲსა პოვნად, რამეთუ არცა კმა არს ერთი სული მრავალთა გულისთქუმათა მოგებად, არამედ ერთი მეორესა ავნებს და განჰლევს მას. რამეთუ რაჟამს ძჱ ერთი უვინ კაცსა, ყოველი სიყუარული მისი მისა მიმართ არნ; უკუეთუ კუალად სხუაჲცა ესჳს, მოუძლურდის ერთისა მის მიმართ სიყუარული და განიყვის მეორისა მის მიმართ. ხოლო უკუეთუ სადაღა ესე ბუნებითი მძლავრებაჲ არს და საყუარელნი იგი თჳსნი არიან ორნივე, და ესრეთ არს აქა, რაჲღა ვთქუათ გულისთქუმათათჳს ნებსითთა, და უფროჲსად, რაჟამს გულისთქუმანი...

სრულად ნახვა