მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 3:1

1. ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე,2. რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა.
ებრაელთა მიმართ თავი 3
1. ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე,
ებრაელთა მიმართ თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: განიცადეთ მოციქული და მღდელთმოძღუარნი აღსაარებისა თქუენისაჲ იესუ, რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა (3,1-2).:

თარგმანი: შემოქმედისა მისისაო, რომელმან შექმნა იგი მოციქულად და მღდელთმოძღურად, ბუნებასა ამას შინა რაჲ კაცთასა შემოვიდა, რამეთუ აქა, არა თუ არსებისათჳს, არამედ პატივთათჳს კაცობრივთა, ვითარმედ, რომელმან შექმნა იგი, ესე იგი არს, დაადგინა მოციქულად და მღდელთმოძღურად, და სარწმუნო იქმნა იგი საქმესა მას შინა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის