მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:8

7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი.9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?
ებრაელთა მიმართ თავი 12
8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიცოცხლის ქება და უფლის სწავლა:

...მ ყოველივე მის ხელმწიფებაში იყო. ამგვარად, ორმაგი ხსნა მოიპოვა: საშინელებათაგანაც და ბოროტებისგანაც გათავისუფლება. ამიტომაც პავლე ებრაელთა მიმართ წერისას ამბობდა: „ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა“ (), „მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“ (). „განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა“ (). ბჭეები წვრთნას მიმღებთათვის იხსნება, მათთვის, ვინც ცოდვებს განიშორებს.

5. სიმართლის ბჭე და ქრისტე კუთხისთავი

დამოძღვრილს კადნიერებით შეუძლია თქვას: „განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი“ (). რადგან ნათქვამი აღმყვანებელი აზრითაც უნდა მივიღოთ და ბჭეებად ზეცის ბჭენი უნდა გავიგოთ, რომლებიც ბოროტთათვის დახშულია და რომელთა წინაშეც კაკუნი სათნოებით, მოწყალებითა და სიმართლით არის საჭირო....

სრულად ნახვა