...თაც დაგვემუქრა; და როგორც მამები შვილებისთვის მამებად რჩებიან არა მხოლოდ მაშინ, როცა კურნავენ, არამედ მაშინაც, როცა სცემენ, და სცემისას არანაკლებ მამები არიან, ვიდრე კურნებისას, ასევეა ღმერთიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?“ (). და სოლომონიც: „რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (). „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“ ().
4. მარადიული სიმართლე და საკვირველებათა ხსოვნა
მგონია, ამას აქ ამბობს მათთვის, ვინც საცდურდება, როცა ზოგიერთებს მოულოდნელად მძიმე რამ შეემთხვევათ; თითქოს შეაგონებს მათ და ეუბნება: ნუ შეშფოთდები, როცა ხედავ ცილისწამებულ, შეურაცხყოფილ და დაუმსახურებლად ავად ვნებულ ადამიანებს; რადგან რჩება მიუკერძოებელი სამსჯავრო, რჩება შეურყვნელი განაჩენი, რომელიც თითოეულს ღირსებისამებრ მისცემს. მაგრამ თუ ამ განაჩენს ახლა ეძებ, ფრთხილად იყავი, პ...