მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:6

5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა.6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?
ებრაელთა მიმართ თავი 12
6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი:

...ან განა ამქვეყნიურ საქმეებშიც არ ხედავ, რომ მეფეთა მეგობრები ომებში სხვებზე ადრე დგებიან საფრთხის წინაშე, ჭრილობებს იღებენ და უცხოეთში იგზავნებიან? არ გსმენია: „რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.“ ()? მაგრამ ბევრნი, ამბობს, ამის შემხედვარენი ცდუნდებიან. არა თვით ამ მოვლენების გამო, არამედ საკუთარი უგუნურების გამო. რადგან ჩვენი შრომის საზღაური აქ არ არის; აქ არის საჭიდაო ასპარეზი, ხოლო ამის შემდეგ ჯილდოები და გვირგვინები.

ამიტომ ნუ ეძებ მოსვენებასა და უშფოთველობას ჭიდილის ჟამსა და პანკრატიონის დღეს; ნურც ჟამებს აურევ. მაგრამ ბევრნი უფრო უძლურნი არიანო, ამბობს. მაგრამ ღმერთმა მათზეც წინასწარ იზრუნა; და მართალთაგან მრავალსაც დაუშვა, რომ აქაც კეთილდღეობაში ყოფილიყო, არა მათ გამო, არამედ უფრო უძლურთა გამო. ასე რომ, თუ ჭირში მყოფნი გაბრკოლებენ, მოსვენებაში მყოფებმა ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლე ვითარმედ ჯერ-არს ყოველსავე ზედა მადლობაჲ ღმრთისაჲ:

...დეს სენისაგან. არამედ ჯერ-არს, რაჲთა გინა თუ ვიხილოთ ესევითარი სასწაული, გინა თუ არა, ყოველსავე ზედა ვჰმადლობდეთ უფალსა და ვადიდებდეთ, რამეთუ ესე არს საქმჱ ერთგულთა მონათაჲ, ესე არს სახჱ სიყუარულისა ღმრთისაჲ, რაჲთა გინა თუ გუტანჯვიდეს, გინა თუ გჳლხენდეს, გჳყუარდეს იგი, რამეთუ უფალსა რომელი უყუარნ, ტანჯის; ხოლო რაჟამს განსუენებისა ჟამსა ოდენ გჳყუარდეს იგი, მაშინ არა არს სიყუარული იგი. რამეთუ რად ვიტყჳ სენთა ანუ ჴორციელთა განსაცდელთა? არამედ დაღაცა-თუ გეჰენიაჲ გესმეს და ჯოჯოხეთი, არცა მაშინ გიჴმს მადლობისაგან ღმრთისა დაცხრომაჲ, რამეთუ ესე არს სახჱ სრულისა კეთილისაჲ; და რომელი ესრეთ იყოფებოდის, ესეცა ცხორებაჲ განსუენებით წარვლოს და საუკუნეთა კეთილთა მიემთხჳოს და კადნიერებაჲ პოვოს წინაშე ღმრთისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა