...იქ მისცა რჯულიც, იქ აღასრულა სასწაულები; ქადაგება, რომელმაც დასაწყისი იქიდან მიიღო, მთელ მსოფლიოში განივრცო. თუ კი გსურს ნათქვამი აღმყვანებლობით გაიგო, მოისმინე პავლეს სიტყვა: „არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა“ (), „და ეკლესიასა პირმშოთასა“ (). „კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით“ (). კვერთხი ხან დამსჯელიც არის და კეთილისმყოფელიც, ხან კი შემაგონებელი და მეფობის სიმბოლო. და რომ იგი ორივეა, მოისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე“ (). და კვლავ: „ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი“ ().
და პავლეც ამბობს: „რაჲ გნებავს?“ (...