მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:9

8. სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა.9. სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;10. რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს.
ებრაელთა მიმართ თავი 11
9. სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

...თი ყურადღებით სარგებლობდა, — ქეტის ძენი მეფესაც კი უწოდებდნენ — ერთი მტკაველი მიწაც კი არ ეკუთვნოდა. ამიტომაც ნეტარი პავლე, ამ მართლის სათნოებას აქებს რა, წერდა: „სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა" (). შემდეგ, გვასწავლის რა, თუ როგორ მწირობდა იგი რწმენით, მოციქული დაუმატებს: „რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს" (). მომავლის იმედით აწმყოს უგულებელყოფდა და, უფრო დიდ სიკეთეს მოელოდა რა, ნაკლებად ზრუნავდა აწმყო ცხოვრების სიკეთეზე. და ასე იქცეოდა ჯერ კიდევ რჯულამდე და მადლამდე. მაშ, მითხარი, რა გამართლება გვექნება ჩვენ, ასეთი დიდი ხარებისა და გამოუთქმელი სიკეთეების აღთქმის შემდეგ, დროებით სიკეთეებზე ასეთი მიჯაჭვულობით, მინდვრების ყიდვით, ყველაფერში ყოველთვის ბრწყინვის მცდელობით, ხარბობითა და ძალადობით ყოველივეს შეძენით, და ნამდვილად იმის აღსრულებით, რაზეც ნეტარი წინასწარმეტყველი, გოდებით, ამბობდა: **„ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუ...

სრულად ნახვა