მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:8

7. სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.8. სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა.9. სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;
ებრაელთა მიმართ თავი 11
8. სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ცეცხლის სასწაული და აღთქმული მიწის საზღვრები (15:17–21):

...ი ზრახვებში, არამედ მუდმივად მტკიცე სული გვქონდეს. ასე გაითქვა სახელი აბრაამმა. მოისმინე, როგორ ადიდებს ნეტარი პავლე მის რწმენას, რომელიც მან თავიდანვე გამოავლინა: „სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა" (), ჩვენს ყურადღებას მიაქცევს რა ღვთის ნათქვამზე — „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ". ხედავ მტკიცე რწმენას, ხედავ წრფელ სულს? ჩვენც მივბაძოთ მას, აზრითა და სურვილით განვშორდეთ ამქვეყნიური ცხოვრების საქმეებს და ცისკენ მივმართოთ ჩვენი გზა. რადგან შეგვიძლია, ოღონდ გვინდოდეს, აქ ცხოვრებითაც იქ (ცისკენ) გზაზე ვიყოთ, როცა ცის ღირსეულ საქმეებს გავაკეთებთ, როცა ამქვეყნიურ სიკეთეებზე მიჯაჭვულნი აღარ ვიქნებით, როცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში დიდებისმოყვარეობას აღარ ვეძებთ, არამედ მას მოვიძულებთ და სხვა, ჭეშმარიტ და საუკუნ დიდებას ვეცდებით მივაღწიოთ; როცა ტანისამოსის ფუფუნებითა და სხეულის მორთვით აღარ ვიქნებით დაკავებულნი, არამედ მთელ ამ გარეგნული მორთვის მზრუნველობას სულზე მზრუნველობად გადავიტანთ და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი სული შიშველი და სათნოების სამოსელს მოკლებული აღმოჩნდეს; როცა ფუფუნებას მოვიძულებთ,...

სრულად ნახვა