...1 კორ 13:9)? გაიაზრე, რამდენი რამ მოხდა, რათა ღმერთი შეგვეცნო — არა ის, თუ რა არის იგი არსებით, არამედ ის, რომ იგი არსებობს. სწორედ ამას ამბობს პავლეც: „რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს“ (). მთელი ქმნილება მას ქადაგებს — როგორც ამბობს: „რამეთუ ქმნილებათა სიდიდისა და მშვენიერებისაგან შესაბამისად შემოქმედი განიჭვრიტება“ ()3 — აგრეთვე თვით ადამიანის აგებულება, მისგან ბოძებული პატივნი, სასჯელნი, კეთილისმყოფლობანი, განგებულებანი, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარ გამოცხადებული სიტყვები და სხვადასხვა სასწაულები. ამის შემდეგ მოვიდა თვით მხოლოდშობილი და აღასრულა ის საკვირველი და საკრძალავი განგებულება. და მაინც არიან ზოგნი, რომელთაც ჯერ ის ნათელიც ვერ უსწავლიათ; შენ კი ამბობ, რომ საკუთარი მსჯელობებით შეგიძლია ჩასწვდე, რა არის იგი არსებით?...
ებრაელთა მიმართ 11:6
5. სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან.6. ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების.7. სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.
ებრაელთა მიმართ თავი 11