...ხრწნილებას მიცემულიც, რომელმაც ამდენი წელი მიწაში დაჰყო, მათთან ერთად შეეგებება, და ყველა დანარჩენიც. რადგან თუ ისინი ჩვენ გველოდნენ, რათა გვირგვინი მიგვეღო, როგორც სხვაგან წერს: „რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.“ (), მით უმეტეს ჩვენც უნდა დაველოდოთ მათ; უფრო სწორად, ისინი გველოდნენ, ჩვენ კი აღარ მოგვიწევს მათი ლოდინი, რადგან აღდგომა ხდება „მეყსა შინა წამსა თუალისა“ ().
ხოლო ის, რომ ამბობს: „იკრიბებიან“, იმაზე მიუთითებს, რომ აღდგებიან ყველგან, ანგელოზები კი შეკრებენ მათ. ამრიგად, აღდგომა ღვთის ძალის საქმეა: იგი მიწას უბრძანებს, დააბრუნოს მასზე მიბარებული, და ამ საქმეში მას არავინ ეხმარება; ისევე როგორც მაშინ უხმო ლაზარეს: „ლაზარე, გამოვედ გარე!“ (). ხოლო მოყვანა უკვე მსახურთა საქმეა. მაგრამ თუკი ანგელოზები ყველგან მიმოისწრაფიან და კრებენ მათ, მაშინ აქ რატომ არის ნათქვამი, რომ აიტაცებიან?...