...ხრწნილებას მიცემულიც, რომელმაც ამდენი წელი მიწაში დაჰყო, მათთან ერთად შეეგებება, და ყველა დანარჩენიც. რადგან თუ ისინი ჩვენ გველოდნენ, რათა გვირგვინი მიგვეღო, როგორც სხვაგან წერს: „რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.“ (), მით უმეტეს ჩვენც უნდა დაველოდოთ მათ; უფრო სწორად, ისინი ელოდნენ, ჩვენ კი აღარ ველით, რადგან აღდგომა ხდება „მეყსა შინა წამსა თუალისა“ ().
ხოლო ის, რომ ამბობს, „იკრიბებიან“, ამას ცხადყოფს: აღდგებიან ყველგან, ანგელოზები კი კრებენ. ამრიგად, აღდგომა ღმერთის ძალის საქმეა: იგი მიწას უბრძანებს, მიბარებული განძი გამოუშვას, და ამ საქმეში არავინ მსახურებს; როგორც მაშინ ლაზარეს უხმო: „ლაზარე, გამოვედ გარე!“ (). ხოლო მოყვანა მსახურთა საქმეა. მაგრამ თუ ანგელოზები კრებენ და გარშემო მიმოდიან, აქ ისინი როგორ არიან ატაცებულნი? ჩამოსვლის შემდეგ ატაცდებიან, შეკრების შემდეგ; რადგან ეს ყ...